ვინ ემხრობა და ვინ ეწინააღმდეგება სასტუმროს მშენებლობას რეკრეაციულ ზონაში - საჯარო შეხვედრა ზუგდიდში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SKEITP-021.jpgზუგდიდის  სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის იდეასთან დაკავშირებით დღეს  საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე  ის  მოქალაქეები, რომლებიც რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. კომპანია m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სასტუმროს აშენების სანაცვლოდ კომპანია ზუგდიდში კოლეჯის გაკეთებასაც გეგმავს, რომელიც ტურიზმისა და სასტუმროს მომსახურების მიმართულებით იმუშავებს, ასევე ყინულის მოედნის ინგლისურ მოდელზე იმუშავებს და მათი თქმით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მიუთითებს, ახალ ყინულის მოედან ააშენებს, გაფართოებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანამატებით.დარბაზში გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძის თქმით, ინვესტიციების შემოსვლას მიესალმებიან, თუმცა ამ შემთხვევაში დარღვეულია პრინციპი ქალაქის გენ.გეგმასთამ მშენებლობის შესაბამისობაში მოყვანის, რადგან ქალაქის განვითარების გენ. გეგმა არ არსებობს და ასევე წითლიძის თქმით, საეჭვო გარემოებებს იწვევს ის, რომ m2 არის „ქართული ოცნების“ არაფორმალური შემომწირველი. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ბართლომე შელია სასტუმროს მშენებლობას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ე. წ. შონიას ტექნიკუმის  „გადახურდავება“ და ამ პროექტის სანაცვლოდ კომპანიისთვის გადაცემა არასწორად მიაჩნია.სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგება „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია. მისი თქმით, დისკუსია უნდა გაგრძელდეს და გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ზუგდიდელის აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, რეკრეაციულ ზონაში სასტუმრო არ აშენდება. პროექტის მიხედვით,120 ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ყინულის სახლის  ტერიტორიაზე იგეგმება, ყინულის სახლს კი   კი ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე გადაიტანენ. 

Нравится