„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატებს საბანკო რეგულაციების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SAKRE-021.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 4 545 000 ლარით გაიზრდას დაუჭირეს მხარი.ამ ცვლილების შესაბამისად  ბიუჯეტი განისაზღვრება 52 615 400 ლარით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 48 070 400 ლარისა.აღნიშნული თანხა გამოყოფილია საჯარო სკოლების ხელშეწყობის პროგრამისთვის, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად და საზოგადოებრივი დანიშნულების მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და გაფართოებისთვის.დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია  ეროვნული ბანკის რეგულაციების საკითხს გამოეხმაურა, რის გამოც ზუგდიდში ერთმანეთის მიყოლებით ტექნიკის მსხვილი მაღაზიები დაიხურა.ბათლომე შელიას თქმით, უსამსახუროდ დარჩა ასობით ადამიანი და ტექნიკას ვერ ყიდულობს საშუალო ფენა. დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, რომ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში დაინტერესდნენ გარემოებების გამომწვევი მიზეზებით .საკრებულოს ოპოზიციური პარტიის მოსაზრებას არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია. მისი თქმით, უფრო მძიმე ვითარება იყო მაშინ, როცა არ არსებობდა რეგულაციები და მოსახლეობა საკუთარ სახლებს კარგავდა. ჭეჟია მაღაზიების დახურვას ამ რეგულაციებს არ უკავშირებს.ზუგდიდში ბოლო ორ თვეში დაიხურა ტექნიკის ისეთი მსხვილი მაღაზიები, როგორიცაა „არაი“, „გალაქსი“, „ტექნობუმი“ და სხვ.

 

Нравится