თენგიზ ჯგუშია ალექსანდრე მოწერელიასა და გიორგი შენგელიას დებატებში იწვევს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_JGU-021.jpg„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას ხვალ აქციით გააპროტესტებს- ეს განცხადება მან დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა. ჯგუშიას თქმით, ფართომასშტაბიან აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ის ზუგდიდელები, ვინც რეკრეაციულ ზონაში ბიზნეს-გეგმის ამ კუთხით განხორციელებას ეწინააღმდეგება. თენგიზ ჯგუშია ასევე გამოეხმაურა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობებს დაარეგულირებს.თენგიზ  ჯგუშია ამ თემებზე სადებატოდ პირდაპირ ეთერში იწვევს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიასა და ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი შენგელიას.

 

Нравится