ზუგდიდში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის აპარატები დამონტაჟდება

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_TRANSP-021.jpgზუგდიდში მოძრავ  მუნიციპალურ  ტრანსპორტში გადახდის აპარატების დამონტაჟებაზე საკრებულოს სამუშაო ჯგუფმა  რეკომენდაცია შპს  "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" სამსახურზე გასცა. ბიუროს სხდომაზე  სამუშაო ჯგუფის წევრებმა შ.პ.ს. "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" ხელმძღვანელისგან ცენტრის ფუნქციური რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის ხედვები მოისმინეს. ცნობილია, რომ მერია ახალ მუნიციპალურ ავტობუსებს შეისყიდის. კითხვაზე, გაძვირდება თუ არა მგზავრობის გადასახადი, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ტარიფის გაზრდა არ იგეგმება. სამუშაო ჯგუფი უახლოეს მომავალში მოამზადებს შემაჯამებელ დასკვნას და საკრებულოს წარუდგენს.

 

Нравится