თენგიზ ჯგუშია მოუწოდებს ხელისუფლებას სასტუმროს მშენებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მხარეს დადგეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_jgushh-018.jpg„სამეგრელოს ხმის „ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას შეცდომა და არ დამარცხდეს იმ გადაწყვეტილებით, რომლითაც რეკრეაციულ ზონაში, სკეტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივობის მაღალი მაჩვენებელი ამ კუთხით, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ძლიერია და ის უერთდება მათ ინიციატივას იმისთვის, რომ ამ იდეას დიდი მუხტი შესძინოს. ამ მიზნით ის ხვალ კონცეფციის ღია განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, დროზე შეარჩიოს ზუგდიდის მერობის კანდიდატი, რადგან მოსახლეობას ქონდეს სწორი არჩევანის გაკეთებისა და შეფასების საშუალება: „ მაშინ , როდესაც ნაციონალური მოძრაობა აყენებს კანდიდატად ნიკა მელიას, ამის ფონზე, ის კანდიდატები, რომელზეც ოცნება ფსონს დებს, ძალიან სუსტად გამოიყურებიან“- განაცხადა ჯგუშიამ.

 

Нравится