„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი მისი მერობის შემთხვევაში საზოგადოებას მერიის ეფექტურ და მოქნილ სტრუქტურაზე იდეას სთავაზობს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_jgush-013.jpgმოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი მისი მერობის შემთხვევაში საზოგადოებას მერიის ეფექტურ და მოქნილ სტრუქტურაზე იდეას სთავაზობს. პირველი, რაც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, შტატების შემცირებაა. მისი თქმით, გაცილებით ნაკლები საშტატო ერთეულითაც შეიძლება ქალაქისთვის გაძღოლა. თენგიზ ჯგუშიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს აქ შემოსვლისას ბარიერები არ შეექმნათ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჯგუშია შეეხო,  შუალედური არჩევნების თარიღია. მისი თქმით, სპეციალურად ხდება თარიღის დასახელების გაჭიანურება და მას ეჭვი აქვს, რომ ეს ხდება სწორედ ხელისუფლების სასარგებლოდ. ის მიიჩნევს, რომ, არჩევნების თარიღად უნდა დასახელდეს მაისის დასაწყისი, რათა დაიზოგოს რესურსებიც და გამარჯვებულ კანდიდატს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მეტი დრო დარჩეს.ბოლოს კი თენგიზ ჯგუშიამ საჯაროდ დაასახელა მობილურის ნომერი, რომლითაც ის ახლა სარგებლობს და განაცხადა, რომ ეს ნომერი ექნება მას სულ და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მასთან დაკავშირება. შეგახსენებთ, რომ თენგიზ ჯგუშიამ შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატად დარეგისტრირების სურვილი გამოთქვა. ზუგდიდში შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება

 

Нравится