ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადიდდა სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის სახით, საიდანაც 30 ათასი ლარი გათვალისწინებული უნდა იყოს ახლადშექმნილი ააიპ-ის, დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ახალი აიპი გასული წლის დეკემბერში შეიქმნა და ის ტურიზმის მიმართულებით იმუშავებს. რეგიონული განვითარების ფონდიდან ანაკლია-განმუხურში ინფრატრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ საკითხს დეპუტატებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომაზე დაუჭირეს მხარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მიზნობრივი ტრანსფერის სახით გამოიყო 750 ათასი ლარი.