„სოლიდარობა თენგო ქობალიას“- ზუგდიდის მერიასთან აქცია გაიმართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_TENGOAQ-09.jpgზუგდიდის მერიასთან ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფლების ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.აქციის ორგაზატორია საინიციატივო ჯგუფი „სოლიდარობა თენგო ქობალიას,“ რომელიც მისმა მეგობრებმა სპეციალურად თენგო ქობალიას მხარდასაჭერად შექმნეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა  პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს.,,ჩვენ მერიასთან  იმიტომ შევიკრიბეთ, რომ სწორედ აქ მუშაობდა წლების განმავლობაში თენგო და კეთილსინდისერად ემსახურებოდა ზუგდიდს, ვითხოვთ რომ პატირობა შეეცვალოს გირაოთი, შევაგროვეთ 8 ათასზე მეტი ხელმოწერა და კიდევ უფრო მეტს შევაგროვებთ,, _ განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ხატია ჯანაშიამ. აქციაზე თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეებიც. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, ასევე მისმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ და სკოლის პედაგოგმაც. თენგიზ ქობალია საკუთარ კაბინეტში გასული წლის 24 დეკემბერს დააკავეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცემერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 თებერვლის  გადაწყვეტილება ოჯახმა და ახლობლებმა რამდენერმე გააპროტესტეს, სასამართლომ  არ დააკმაყოფილა გირაოს სანაცვლოდ მერიის ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების შუამდგომლობა და ის პატიმრობაში დატოვა.

 

 

Нравится