ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ბიუჯეტი სულ 960 ათასი ლარია, საიდანაც 930 ათასზე მეტი სწორედ ხელფასზე იხარჯება.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SAXREB-08.jpgზუგდიდის მერიის  „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს“ მახინჯი საშტატო ნუსხა აქვს.ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიას თქმით, ააიპ-ში შტატები გაბერილია და საჭიროა შემუშავდეს ახალი ხედვა, რომ ხელოვნებისა და განვითარების ცენტრი მუდმივად ერთ, „გაყინულ“ მდგომარეობაში არ იყოს. ცენტრის დირექტორი  მანუჩარ სამუშია შტატების შემცირებას არ ეთანხმება. ააიპ-ის 200 თანამშრომლიდან 38 ადმინისტრაციაში მუშაობს. თავად კი სამი მოადგილე ჰყავს.  ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ბიუჯეტი სულ 960 ათასი ლარია, საიდანაც 930 ათასზე მეტი სწორედ ხელფასზე იხარჯება.

 

 

Нравится