ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება "დრო" ყოველდღე 22:00 სთ–ზე გადის...
გადაცემა თეზისი ყოველ კვირას 22:00 საათზე
სპორტ ნიუსი ოდიშზე
ცოდნა წარმატებაა ოდიშზე
ზუგდიდის მერიის „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს“ მახინჯი საშტატო ნუსხა აქვს.ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიას თქმით, ააიპ-ში შტატები გაბერილია და საჭიროა შემუშავდეს ახალი ხედვა, რომ ხელოვნებისა და განვითარების ცენტრი მუდმივად ერთ, „გაყინულ“ მდგომარეობაში არ იყოს. ცენტრის დირექტორი მანუჩარ სამუშია შტატების შემცირებას არ ეთანხმება. ააიპ-ის 200 თანამშრომლიდან 38 ადმინისტრაციაში მუშაობს. თავად კი სამი მოადგილე ჰყავს. ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ბიუჯეტი სულ 960 ათასი ლარია, საიდანაც 930 ათასზე მეტი სწორედ ხელფასზე იხარჯება.