აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_AFXAZZ-06.jpgსამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ არასამთავრო და სამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი პრობლემა დაისვა, რაც დევნილებს აწუხებთ. გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები სამუშაო ფორმატის აუცილებელ კომპონენტად დასახელდა და ყველა მხარემ გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის სურვილი.რეზო ქობალიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას ბოლო 3 წელი იკავებდა.

 

 

 

Нравится