მერობის კანდიდატმა მალხაზ ქუჩულორიამ ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების საკუთარი კონცეფცია წარადგინა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_QUCHU-06.jpgსაინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მალხაზ ქუჩულორიამ ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების საკუთარი კონცეფცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს წარუდგინა. შენობების შეფუთვა, ტურისტული სივრცეების მოწყობა, ქანდაკებები და სკულპტურები- ეს იმ ხედვის ნაწილია, რასაც მალხაზ ქუჩულორია ქალაქის განვითარების პრიორიტეტად მიიჩნევს.მისივე დაანგარიშებით ამისთვის  დაახლოებით 60 მილონი ლარია საჭირო, რომლის მოძიებასაც   საერთაშორისო ფორგანიზაციებიდან  და ცენტრალური ხელისუფლებიდან აპირებს. მალხაზ ქუჩულორიას თქმით, ზუგდიდის განვითარება აუცილებელია იმისთვის, რომ დავაინტერესოთ აფხაზები და ხელი შევუწყოთ ერთმანეთტან დაახლოებას. შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

 

Нравится