ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება "დრო" ყოველდღე 22:00 სთ–ზე გადის...
გადაცემა თეზისი ყოველ კვირას 22:00 საათზე
სპორტ ნიუსი ოდიშზე
ცოდნა წარმატებაა ოდიშზე
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მალხაზ ქუჩულორიამ ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების საკუთარი კონცეფცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს წარუდგინა. შენობების შეფუთვა, ტურისტული სივრცეების მოწყობა, ქანდაკებები და სკულპტურები- ეს იმ ხედვის ნაწილია, რასაც მალხაზ ქუჩულორია ქალაქის განვითარების პრიორიტეტად მიიჩნევს.მისივე დაანგარიშებით ამისთვის დაახლოებით 60 მილონი ლარია საჭირო, რომლის მოძიებასაც საერთაშორისო ფორგანიზაციებიდან და ცენტრალური ხელისუფლებიდან აპირებს. მალხაზ ქუჩულორიას თქმით, ზუგდიდის განვითარება აუცილებელია იმისთვის, რომ დავაინტერესოთ აფხაზები და ხელი შევუწყოთ ერთმანეთტან დაახლოებას. შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.