თენგიზ ჯგუშია ბოტანიკური ბაღის განვითარებისა და გადარჩენის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

JGUSS-06.jpg"სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშია მოუწოდებს "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორს ზვიად ქარჩავას, უკან გაიწვიოს საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირებულ ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. ის მიმართავს ზუგდიდის მერიას და საკრებულოს ვარაუდის დონეზეც კი არ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ბოტანიკური ბაღის განვითარებისა და გადარჩენის ფონდი."ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად ქარჩავამ საკრებულოს წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც  სავარაუდო  ფასები ასეთია: 

ერთჯერადი შესვლა - 3 ლარი

ერთთვიანი აბონემენტის ფასი - 30 ლარი

სამთვიანის კი 60 ლარი იქნება.

 

 

Нравится