მაჟორიტარი დეპუტატის 2018 წლის საანგარიშო შეხვედრა ზუგდიდში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_qvara-04.jpg„თქვენ ხართ არასრულფასოვანი ქალაქის დეპუტატი"- ამ  სიტყვებით მიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გელა მამფორიამ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას დარბაზში, სადაც ქვარაიამ 2018 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. მამფორიას თქმით, თავად მერაბ ქვარაია იყო ინიციატორი ქალაქის თვითმმართველი სტარუსის აღდგენის და აგროვებდა ხელმოწერებს, რათა ზუგდიდს დაებრუნებინა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ახლა, როცა 2016 წელს ეს სტატუსი ჩამოერთვა, იმ კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარეც პარლამენტში არის მერაბ ქვარაია, უნდა იმუშაოს და დაინტერესდეს ამ საკითხითმოქალაქის კითხვას დეპუტატმა უპასუხა, მერაბ ქვარაიას თქმით: „არ შეიძლება გადაწყვეტილებების მუდმივი ცვლილება და ის მიმართულება, რომელიც აირჩია თვითმმართველობამ, უნდა გაგრძელდეს.მაჟორიტარი დეპუტატის პასუხმა გელა მამფორია არ დააკმაყოფილა, მისი თქმით, ეს არ იყო მისაღები პასუხი, რადგან დეპუტატმა მის კონკრეტულ კითხვას მხოლოდ ზოგადად უპასუხა.მაჟორიტარ დეპუტატს ასევე დაუსვეს კითხვები სხვა თემებზეც.ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ანდრიაძე მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას საზანძრო-სამაშველო სამსახურში არსებული მდგომარეობით დაინტერესებას თხოვს. დეპუტატის თქმით, სამსახური, რომელიც „საათივით აწყობილი იყო“, დღეს თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს.მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ სამსახურში განხორციელდა საკადრო ცვლილებები და პროფესიონალი კადრები ჩამოაშორეს. ასევე დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ზუგდიდიდან ტექნიკა გაიყვანეს და რამდენიმე ერთეული უკან არ დააბრუნეს.სპორტის მუზეუმისთვის ფართის გამოყოფა, ყოფილი სასტუმრო „ოდიშის“ შენობიდან და ასევე სხვა შენობებიდან დევნილთა განსახლება, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა  და ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ბოტანიკური ბაღის საფასურის გაუქმება ადგილობრივებისთვის, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის გახსნა - ეს ის საკითხებია, რაც  მაჟორიტარი დეპუტატის საანგარიშო შეხვედრაზე დაისვა.მერაბ ქვარაიამ მაჟორიტარი ბიუროს მიერ 2018 წელს  განხორციელებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია გუბერნიის დარბაზში გამართა.

 

 

Нравится