თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების იდეას აპროტესტებს

jgu-04.jpg„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია  ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების იდეას აპროტესტებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. ჯგუშიას თქმით, უფუნქციოდ დარჩენილი ყინულის სახლის გადატანის იდეას მიესალმება, თუმცა მის ადგილზე,  რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენებას არა. მისი თქმით, ამ იდეას ზუგდიდელები რეწინააღმდეგებიან და წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები დაიწყება. სამეგრელოს ხმის ლიდერმა ბრიფინგი დღეს სკეიტპარკის ტერიტორიაზე გამართა.

 

 

Нравится