თენგიზ ჯგუშია საქართველოს ხელისუფლებას ენგურის ხიდი ჩაკეტვის გამო სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_jgush-02.jpg„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია საქართველოს ხელისუფლებას ენგურის ხიდი ჩაკეტვის გამო სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ჯგუშია  პოსტის გახსნას და კომპენსაციას ითხოვს იმ ხალხისთვის, ვისაც ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ძალიან დიდი თანხა უჯდება და ამავე დროს მორალურად თანადგომას საჭიროებს. ამის შესახებ თენგიზ ჯგუშიამ ენგურიის ხიდზე ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ის მოუწოდებს ყველა შესაბამის სტრუქტურებს დროულად მიიღონ ზომები არსებული ვითარების განსამუხტავად.დეფაქტო მთავრობის განცხადებით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა H1N1 ვირუსის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე მიიღო.მოქალაქეები, რომლებიც ხიდზე გადმოსვალს ახერხებენ, ამბობენ, რომ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გადმოდიან. იმ კატეგორიისთვის, ვისი გადმოსვლის აუცილებლობაა, მათ ბაჟის სახით თანხის გადახდა უწევთ, რომელიც მათი თქმით, ძვირი უჯდებათ.

 

Нравится