ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული გარევაჭრობის რეგულირების წესი დაამტკიცეს, საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა არ დაუჭირეს.ოპოზიციური დეპიუტატების შენიშვნებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, მამუკა წოწერიას თქმით, გარევაჭრობა იკრძალება, თუმცა გარემოვაჭრეებთან კომუნიკაცია გაგრძელდება.ასვე დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მერიას ავტობუსების შესაძენად 3.5 მილიონი ლარის სესხად აღება სურს. მერიამ საკრებულოს სესხის აღების ნებართვის თხოვნით მიმართა. საკითხს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, სესხი მერიამ ელექტროავტომობილების შესაძენად გამოიყენოს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაც იქნება და იაფიც დაჯდება.