„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი მოუწოდებს კანდიდატებს არ მიიღონ მმართველი გუნდის შეთავაზება და დამოუკიდებლად იყარონ კენჭი

jgus02.jpg„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს გუბერნიის წინ ბრიფინგი გამართა. მან განაცხადა რომ „ქართულ ოცნებას“  არა აქვს მორალური უფლება დააყენოს  მერობის კანდიდატი, რადგან მათ მიერ  წარდგენილი კანდიდატები არიან კორუფციულ გარიგებებში ჩართული. ჯგუშიას თქმით, საკუთარ კანდიდატურას იმ შემთხვევაში დააყენებს, თუ მმართველი გუნდი კანდიდატს წარადგენს. თენგიზ ჯგუშიამ ასევე მიმართა იმ ადამიანებს, ვინც აპირებს კანდიდატის დაყენებას, თუმცა არა დამოუკიდებლად, არამედ რომელიმე პარტიის მანდატით, არ გააკეთონ ეს და გამოუცხადებს მათ მხარდაჭერას.“ჩემი მერობის შემთხვევაში სახელმწიფო ბალანსზე არსებული ჯიპები დადგება აუქციონზე და აქედან მიღებული თანხა ჩაირიცხება სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების ფონდში“- აცხადებს „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი

 

 

Нравится