თენგიზ ჯგუშიამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერის პოსტზე იყაროს კენჭი

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_JGUSH-29.jpgსამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერის პოსტზე იყაროს კენჭი. -ამის შესახებ მან  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა და განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებას  მიიღებს, თუ „ქართულმა ოცნებამ " ზუგდიდში მერობის კანდიდატი  წარადგინა.    მე მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", მისცეს ხალხს არჩევანის შესაძლებლობა და არ წარადგინოს ზუგდიდში თავისი კანდიდატი.  მართველმა პარტიამ დაკარგა ამის მორალური  უფლება კრიმინალური არჩევნები ჩატარების შემდეგ . კონკრეტულად, შს მინისტრი ზუგდიდში  იჯდა და მართავდა არჩევნებს კრიმინალურად. ივანიშვილი დაგვპირდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს გაემიჯნებოდა, მაგრამ  ვერ შეასრულა დაპირება, ზურაბიშვილი მაინც გაიყვანა. ახლა კი  პირადი ამბიციების გამო ხელს უშლის ანაკლიის პორტის განვითარებას. – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

შეგახსენებთ, რომ  ზუგდიდის მერის არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.  ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიმ თანამდებობა გასული წლის სექტემბერში დატოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. მერის მოვალეობას ამ დრომდე მაიზერ ნანავა ასრულებს.

 

Нравится