პოლიტიკა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ენმ-ს კითხვები სატენდერო კომისიასთან

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SAKRE-044.jpgზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" ყაჩაღობისთვის ბრალდებულის რეკომენდატორის დასახელებას ითხოვს. ამ კითხვით მან დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.ანა წითლიძის თქმით, ადამიანი, რომელსაც ზუგდიდელები წლებია ხელფასს უხდიან, ყაჩაღობაშია ბრალდებული და აუცილებელია იმის ცოდნა, სამსახურში აყვანისას მისი რეკომენდატორი ვინ იყო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ გაუწია რეკომენდაცია ილია გოგილავას, თუმცა პირობა მისცა ოპოზიციას, რომ საკითხით დაინტერესდება.ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ანაზღაურება არ მიუღიათ, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა და თხოვნით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს მორიგ სხდომაზე სატენდერო კომისია გამოცხადდეს და გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით დაგროვდა.საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეს პრობლემა მათთვისაც ცნობილია, მამუკა წოწერიამ ოპოზიციას პირობა მისცა რომ მომავალ საკრებულოს სხდომაზე სატენდერო კომისიის დასწრებას საკრებულო უზრუნველყოფს და საკითხზე მოკვლევა დაიწყება. კითხვაზე, რა ბერკეტი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ ამ დარღრვევებზე პასუხი მოთხოვოს კომპანიას, მამუკა წოწერიას თქმით, „სამწუხაროდ ამის არანაირი ბერკეტი არ არსებობს“. რაც შეეხება მუშებს, ისინი აცხადებენ, რომ სოციალური სახლები 2017 წლის დეკემბერში ჩააბარეს და ამ დრომდე ხელფასები არ მიუღიათ, მათი თქმით, რამდენჯერმე მიმართეს მერიას, გუბერნატორს, თუმცა მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა.
რაც შეეხება შპს „ბუხას“, ის შეყვანილია შავ სიაში, განმარტებად კი შესყიდვების სააგენტოს მითითებული აქვს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს განსახილველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.სხდომაზე ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვისთვის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას იმსჯელეს. სტრატეგია მომზადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების, World Vision საქართველოს ,,სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის განვითარების პროგრამის“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობის საფუძველზე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ მიერ.აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სოფლის ახალგაზრდების ჩართულობას და მათ გააქტიურებას. ბიუჯეტი კი შეადგენს 70 ათას ლარს. ეს ერთადერთი დოკუმენტია,რომელსაც საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად უყარეს კენჭი.

 

 

 

 

 

comments

მარტი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25 26 27 28 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended