მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერი სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორისთვის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_JGUSH-03.jpgმოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერი სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორისთვის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს. თენგიზ ჯგუშია დღეს მხარდამჭერებთან ერთად, რეგიონის გუბერნატორის ოფისთან მივიდა. ის ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორუფციაში მხილებული რეგიონის ყოფილი გუბერნატორის 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლება ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჯგუშიას თქმით, ასევე უკანონოდ მოხდა ლევან შონიასთვის წაყენებული ბრალის გადაკვალიფიცირება არა ქრთამის აღებაზე, არამედ უკანონო საჩუქრის მიღების ფაქტზე. ოპოზიცია მოითხოვს, ხელახლა იქნას შესწავლილი სამეგრელოს რეგიონში, ლევან შონიას გუბერნატორის პოსტზე მუშაობის პერიოდში ჩატარებული ტენდერები და აუქციონები.

 

Нравится