2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SAKREBU.jpgქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიღებულია.  ბიუჯეტს მხარი მხოლოდ უმრავლესობამ დაუჭირა, ოპოზიციურმა პარტიებმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2019 წლის ბიუეტის საკითხი იხილებოდა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ სიმბოლურად სათამაშო ღორი და თაგვი მიიტანა და საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოვალეობის შემსრულებელს აჩუქა. ანა წითლიძის თქმით, ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ექცევა  ბიუჯეტს „ქართული ოცნება“. მანამდე წითლიძემ 2019 წლის ბიუჯეტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის დანაშაულებრივი დოკუმენტი, სადაც 35 მლნ 500 ათასი ლარიდან 22 მილიონი ხელფასებზე იხარჯება.ფრაქციების "ევროპული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ეს არის დანაშაულებრივი დოკუმენტი, რომელიც საერთოდ არ არის პროგრამული, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული და უდიდესი ნაწილი  ბიუროკრატიული ხარჯებისთვისაა განკუთვნილი, რასაც მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან.2019 წლის ბიუჯეტი 34 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.ბიუჯეტის პროექტში მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ჯანდაცვაა.

 

Нравится