სასამართლომ ზუგდიდის მერიას თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების გამო ხელფასის 2 წლის განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

JJJ.jpgსაკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილ უფროსს მაია ღურწკაიას, რომელიც სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დაკავებული თანამდებობიდან არასწორად (არაკანონიერად) განთავისუფლებულად, უნდა აუნაზღაურდეს ხელფასის 2 წლის განაცდურის თანხა, რომელიც შეადგენს 35 960 ლარს. „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია აცხადებს, რომ მაია ღურწკაია პოლიტიკური  დევნილია, რასაც მმართველი გუნდი არ ეთანხმება. მაია ღურწკაიასთვის  გადასახდელი საჭირო თანხის აკუმულირების მიზნით ზუგდიდსერვისის სუბსიდირების თანხა მცირდება 20 760 ლარით და დიდდება იმავე თანხით წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ფინანსური უზრუნველყოფა დაევალა მერიას. ამასთან 10 ათასი ლარით მცირდება სამშენებლო ზედამხედველობის საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა და ამავე  ოდენობით  იზრდება სპორტული სექციების  თანხა.

 

 

Нравится