ენმ - ზუგდიდის 2019 წლის 34 მილიონიანი ბიუჯეტიდან ხელფასებზე 22 მილიონი დაიხარჯება

BRIFINGIWIT-18.jpgფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წითლიძის თქმით, ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი  34 მილიონს შეადგენს, აქედან 22 მილიონი ლარი სახელფასო ფონდია. ასევე შემცირებულია სოციალური სფეროს ბიუჯეტი.  წითლიძე მოუწოდებს მერიას ასევე გაასაჯაროვოს ის 2300 ადამიანი, ვისზეც დაიხარება 22 მილიონი ლარი, რა დავალებას ასრულებენ ისინი.ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ბრალდებებს საკრებულოში უპასუხეს. კონსტანტინე კაკავას თქმით,  ოპოზიციონერ დეპუტატს არცერთ კომისიურ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია მონაწილეობა და ბიუჯეტზე მითითების გაცემის მორალური უფლება არ აქვს.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი 25 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

 

 

Нравится