ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა საპროტესტო აქცია ზუგდიდში.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_aqcia16.jpgხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დასრულდა საპროტესტო აქცია ზუგდიდში. სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნიასთან. აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გააპროტესტეს. გაერთიანებული ოპოზიციის პარტიის ლიდერების სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისინი გუბერნიის შენობისკენ დაიძრნენ, სადაც სიმბოლურად ხახვი და კარტოფილი მიიტანეს. მათი თქმით, ეს არის შსს მინისტრის საჩუქარი საახალწლოდ, რადგან სწორედ ეს არის ის ატრიბუტი, რითაც საარჩევნო კამპანია ჩაატარა გიორგი გახარიამ. აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს სამართალდამცავებმა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოყვა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. აქციის მონაწილეებს  ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით ,,არა სალომეს,, ბიძინა მკვლელია,, ასევე გარდაცვლილი სკოლის დირექტორის ია კერზაიას სურათი. აქციის ირგანიზატორების თქმით, სწორედ აქედან იწყება სამართლიანობისთვის ბრძოლა, სწორედ ია კერზაიას სიცოცხლის ზვარაკად შეწირვა არ ეპატიება ხელისუფლებას და მინისტრ გახარიას, რომელმაც მთელი საარჩევნო პერიოდი ტერორსა და დაშინების ფონზე, ე.წ. ძველ ბიჭებთან ჩაცუცქულმა ჩაატარა.დღეს თელავში,ბატონის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები  გაიმართა

 

Нравится