,,გადაარჩინეთ თქვენი ღირსება, ერთად შეიკარით და დაუდექით გვერდით ია კერზაიას ოჯახს,, - თენგიზ ჯგუშია დირექტორებს მიმართავს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_JGUSHa-14.jpg,,სამეგრელოს ხმის,, დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე პოსტ-საარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალება არის ხელისუფლების კისერზე ,,ვინმე გახარია, რომელსაც უსაფრთხოების ზომები უნდა უზრუნველეყო, პოლიტიკურ გილიოტინას მართავდა.,, ჯგუშიას თქმით, შსს მინისტრი ერთი თვე ხვდებოდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ახდენდა მათ ზომბირებას.მან ასევე მოუწოდა პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს , ერთად დადგნენ, აიმაღლონ ხმა, დაიცვან საკუთარი ღირსება და გვერდით დაუდგნენ გარდაცვლილი დირექტორის ოჯახს.ჯგუშიას თქმით, მას არ უნახავს არც ერთი თავისუფალი პროტესტი გარდა ნაციონალური მოძრაობისა. ის ასევე მიმართავს მშობლებს, რათა პირში უთხრან სათქმელი დირექტორებს, რომ არ გაერიონ პოლიტიკაში.

 

Нравится