მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სამშენებლო კომპანია 70-დან ყველაზე მსხვილ 39 ტენდერში გამარჯვებული გახდა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SOCSAX-14.jpgსაერთაშორისო გამჭირვალობა" კვლევას აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სამშენებლო კომპანია 70-დან ყველაზე მსხვილ 39 ტენდერში გამარჯვებული გახდა.ყოველი პროექტის შესრულების ხარისხი თავად მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა ჯაიანმა ჩაიბარა. ის იყო სატენდერო კომისიის წევრიც და ამ კომისიის 14-ვე წარმომადგენელი მისი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული.ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას ამ კომპანიისთვის ხელსაყრელი სატენდერო პირობების შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ბიზნესს "ქართული ოცნების" გავლენიანი ლიდერები, გია გულორდავა და კახი კალაძე, ლობირებენ.

 

 

Нравится