პოლიტიკა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე არადემოკრატიული არჩევნები

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ARCHEVN-03.jpgსაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე არადემოკრატიული, ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე არჩევნები- ასე აფასებს არასამთვარობო სექტორი არჩევნების მეორე ტურს.  ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ქვეყნის მასშტაბით 1200-მდე დარღვევა დააფიქსირა. ოპოზიცია ერთ-ერთ საშიშ ტენდენციად საარჩევნო პროცესებში ე. წ. ძველი ბიჭებისა და ქურდული სამყაროს ჩართვას ასახელებს,  რომელსაც მათი თქმით, შს მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში პირადად კურირებდა.ე.წ. ძველი ბიჭები და უბნის მაყურებლები  საარჩევნო უბნებს და ხმის მიცემის პროცესს  კენჭისყრის დღეს დილიდან საღამომდე აკონტროლებდნენ, ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა დანით შეიარაღებული მუქარით შემოსული ახალგაზრდებიც დააფიქსირა, რომლებიც ენმ-ს მიმართ მუქარას გამოხატავდნენ.დამკვირვებლები და კომისიის წევრები ყვებიან, რომ ეს იყო ტერორით ჩატარებული არჩევნები, ადმინისტრაციული რესურსის უპრეცენდენტო გამოყენება, მოსყიდვა და დაშინება. უბნებზე, ხალხის მისვლას "ქართული ოცნების“ კოორდინატორები სიებით აკონტროლებდნენ.ზეწოლისა და დარღვევების მთელ რიგ სქემებზე საუბრობს არასამათავრობო სექტორი.“სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით,საუბნო კომისიებში სულ 53 საჩივარი დაიწერა,  ხოლო საოლქო კომისიებში 76დარღვევებზე საუბრობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც. ორგანიზაციამ 150-მდე სერიოზული დარღვევა დააფიქსირა, მათ შორისაა ამომრჩევლის მოსყიდვის, გაყალბების მცდელობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და სხვა შემთხვევებისაია თბილისისა და 9 რეგიონის 28 საარჩევნო ოლქში 300 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა. კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით სულ 78 საჩივარი დაწერეს. დაფიქსირდა  არსებითი დარღვევები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციებისავარაუდო გაყალბებისამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტებიარჩევნების ძირითადი პრინციპების - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ცალკეული შემთხვევები და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტებისაია ბათილი ბიულეტენების რეკორდულ მაჩვენებელზე საუბრობს და აცახდებს, რომ არა ეს ბათილი ბიულეტენები, შესაძლოა სხვა შედეგი დამდგარიყო.არჩევნების მეორე ტური რომ დაძაბულად და დარღვევებით წარიმართა, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მაღალი რანგის უცხოელმა დიპლომატებმაც ისაუბრეს. წამყვანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელების მიერ მკაცრი შეფასება რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, მათ შორისაა, ხისტმა რიტორიკა და ძალადობრივმა ინცინდენტები, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით გამოკვეთეს 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ სამთავრობო ინიციატივა, რომელიც  ხმების მოსყიდვის ფაქტად ჩაითვალა.გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არჩევნები ხელისუფლებამ კი არ მოიგო, არამედ გააყალბა, რასაც ყველა ის ფაქტი მოწმობს, რაც იმ დღეს საარჩევნო უბნებთან ხდებოდა.ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ზუგდიდში 107-ვე საარჩევნო უბანზე  სალომე ზურაბიშვილს  28 577 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 50,48%-ია, გრიგოლ ვაშაძეს კი- 28 035-მა მოქალაქემ, რაც 49,52%-ს შეადგენს. სხვაობა ამ ორ კანდიდატს შორის ძალიან მცირეა, რაც ოპოზიციის თქმით, იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ტერორისა, დაშინებისა და მუქარისა, რეალურად გაიმარჯვა არა სალომე ზურაბიშვილმა, არამედ გრიგოლ ვაშაძემ. თუ ამას დავუმატებთ ბათილი ბიულეტენების რაოდენობას, რაც 1 514-ია და მათგან 80 % გრიგოლ ვაშაძისაა, კიდევ უფრო ამძაფრებს იმის განცდას, რომ არჩევნები გაყალბდა.საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოპოზიცია არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ეს მოთხოვნა გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ რუსთაველის გამზირზე გააჟღერა, რომელიც   ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნასა სთავაზობს და მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

 

 

comments

დეკემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended