გაერთიანებული ოპოზიციის კახათის შტაბის კოორდინატორს მანქანა დაუზიანეს.

KAXAT-26.jpgგაერთიანებული ოპოზიციის კახათის შტაბის კოორდინატორს მანქანა დაუზიანეს. როგორც ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ელგუჯა თაკალანძე აცხადებს, მას დღეს დილით მისივე თანასოფლელები, რომლებიც ამავე სოფლის რწმუნებულის ნათესავები არიან, გზაზე დახვდნენ, მანქანას დაარტყეს და ასევე მუქარით ესაუბრნენ, რომ თავი დაანებოს ოპოზიციასთან კონტაქტს და არჩევნებზე „ჭკვიანად“ იყოს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ვალერი და რობერტი გუგუჩიები, რომლებიც მათ კოორდინატორს ემუქრებიან, არიან სოფლის ე. წ. „მაყურებლები“.

 

 

 

Нравится