კარტოფილი, ხახვი, ფქვილი, ზეთი და შაქარი საარჩევნოდ

KARTOF-27.jpgკარტოფილი, ხახვი, ფქვილი, ზეთი  და შაქარი საარჩევნოდ -  პროდიუქტების ეს ჩამონათვალი დღეს ბარამიას ქუჩაზე დევნილთა ახალ ჩასახლებაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლებმა მიიტანეს. როგორც ირკვევა, პროდუქტი წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით უნდა დარიგებულიყო, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები მივიდნენ. შტაბის წევრების გამოჩენის შემდეგ კი, როგორც შტაბის უფროსმა ანა წითლიძემ „ოდიშინიუსს“ განუცხადა, ზედამხედველები მიიმალნენ და დევნილებმა პროდუქტი თვითონვე გაინაწილეს.დევნილები ამბობენ, რომ  მათთან დასახლებაში წინასწარ მივიდნენ, პირადობები მოთხოვეს  და შემდეგ დაურეკეს რომ მისულიყვნენ და წაეღოთ პროდუქტი.

 

Нравится