სანდრა რულოვსმა ანაკლიაში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბუკლეტები დაარიგა და ადგილობრივებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ANAKLISANDR-27.jpgსაქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი ანაკლიის მოსახლეობას შეხვდა. ანაკლიელების ემოციურად დატვირთული შეხვედრა სანდრა რულოვსთან „ოდიშის“ კამერამ დააფიქსირა. ადგილობრივები ამბობენ, ქვეყანა 6 წელია წინ არ წასულა და დადგა ცვლილებების დრო.ანაკლიის განვითარების შეჩერებას ეხმაურება სანდრა რულოვსი, მისი თქმით, ანაკლია არის საქართველოს განვითარების გაშვებული შესაძლებლობა. სანდრა რულოვსმა ანაკლიაში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბუკლეტები დაარიგა და ადგილობრივებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 

 

Нравится