გაერთიანებული ოპოზიციის სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა შს მინისტრს მოუწოდებს, არ შეუწყოს ხელი სიტუაციის ესკალაციას

ZODEL-27.jpgგაერთიანებული ოპოზიციის სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა შს მინისტრს მოუწოდებს, არ შეუწყოს ხელი სიტუაციის ესკალაციას და ქურდული სამყაროს გააქტიურებას სამეგრელოში, რადგან ზოდელავას თქმით, ეს ქვეყანას მიიყვანს განადგურებამდე. შტაბში აცახადებენ, რომ ერთ-ერთმა მათმა მხარდამჭერმა გააკეთა აუდიოჩანაწერი, სადაც მას ემუქრება ვინმე ე.წ. ქურდი გია პერტია, რომ არ დაუდგეს გვერდით გაერთიანებულ ოპოზიციას. გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას, საარჩევნო პროცესში კრიმინალების ჩართვასთან დაკავშირებით, გიორგი გახარია ეხმაურება. მინისტრი ბრალდებას "აბსურდს" უწოდებს და ოპოზიციას წინასაარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებს. ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და კონკრეტულ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

 

Нравится