დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები აქციაზე

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ARANAC-24.jpgზუგდიდში  გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან  აქცია გაიმართა .აქციაზე დაპირისპირება მოხდა. შტაბთან შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის  მხარდამჭერები და  აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციის  შესახებ  სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება წუხელ დაიდო.“ერთად ვუთხრათ უარი მოძალადე რეჟიმს, რომელმაც ონლაინმედია ,,მეველეს“ მოხალისე ჟურნალისტებზე იძალადა და საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცა!!!“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი  შს  მინისტრს მიმართავს და პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს.

გაერთიანებული შტაბის ზუგდიდის ოფისთან შტაბის წევრებმა საეჭვო მანქანა დააკავეს,მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა,  ზუგდიდის მერიის ააიპ-ის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის  თანამშრომელი ნიკა მაქაცარია და ქართული ოცნების მხარდამჭერები დიმიტრი ძიმცეიშვილი და გიორგი სართანია. სამივე მათგანი წუხელ პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც თვითონ განაცხადეს, ეს აქციაც მათი დაგეგმილია. 15-მდე ახალგაზრდამ ტრანსპარანტებით ხელში „გაერთიანებული შტაბისკენ“ მსვლელობა ბულვარიდან დაიწყო. 11 საათზე დაანონსებული აქცია 2 საათზე დაიწყო, რადგან როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, იმდენი ადამიანი ვერ შეგროვდა, რამდენსაც ელოდნენ. ახალგაზდების მიერ დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციის თქმით, ქართული ოცნების დაწრომადგენლები და საჯარო მოხელეეები იმყოფებოდნენ.აქციაზე დაპირისპირების გამო გზაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით პარალიზებული იყო, აქციის დასასრულს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეები ტაშით გააციილეს.

 

 

Нравится