„კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი“- გახარია

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_GAXAR-13.jpgშინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ წუხელ რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციამ არასამთავრობო სექტორს კარვების გაშლის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოყვა, რა დროსაც ზაზა სარალიძე ცუდად გახდა და მისი გადაყვანა ინგოროყვას კლინიკაში მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა. წუხანდელს შეფასება ყველა ეშელონებში მიეცა.

 

 

Нравится