შსს მინისტრმა სამეგრელოში შეხვედრა გამართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_gaxar-05.jpgშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მთელი დღე შეხვედრებს მართავდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შსს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ზუგდიდში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, არჩევნების პირველი ტური, უსაფრთხოების კონტექსტში შეაჯამა. გახარიას ინფორმაციით, ეს მისი რიგითი შეხვედრა იყო და მეორე ტურის უსაფრთხოდ ჩატარების გარდა სხვა თემას არ ეხებოდა. ცნობილი გახდა რომ „ქართული ოცნების“ შტაბს ზუგდიდში  გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია უხელმაძღვანელებს.შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს. გახარიას ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყება მოკვლევას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ ამის დამადასტურებელი ფაქტები ექნებათ.დაკავშირებით უწყება მოკვლევას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ ამის დამადასტურებელი ფაქტები ექნებათ.შინაგან საქმეთა მინისტრთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გადადგამს და არა დაპირებებზე.გიორგი გახარია მთელი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.

 

Нравится