ლალი ანთია, მეორე ტურში ამომრჩევლებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_LALIANT-03.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ დამფუძნებელი ლალი ანთია, მეორე ტურში ამომრჩევლებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.  მისი თქმით, ადრე ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა ახლა მმართველი პარტიის წინააღმდეგ იბრძოლებს, რადგან მათ არც ერთი დანაპირები არ შეასრულეს. ანთია ამბობს, რომ  სოფელ ოდიშის #57 საარჩევნო უბანზე, დსადაც ის დამკვირვებელი იყო, არჩევნები გააყალბეს და  კარუსელი დაატრიალეს. გაყალბებაში ანთია ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს სოსო გოგოხიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ე.წ კარუსელის მეშვეობით აღნიშნულ უბანზე მათ 50 ხმის ჩაგდება მოახერხეს. გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარე ნაირა ბახტაძე მათ ემუქრებოდა.ლალი ანთია უახლოეს დღეებში ჟურნალისტებისთვის დისკის გადაცემას აპირებს, რომელიც მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის „ნაცონალურ მოძრაობასთან" კავშირს ამტკიცებს.

 

Нравится