მაიზერ ნანავას საანგარიშო შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებული პირის მიერ პროტესტის ნიშნად პოლიეთილენის ბრეზენტით გამოჩენას ხმაური მოყვა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_shexmer-30.jpgზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის  მაიზერ ნანავას საანგარიშო შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებული პირის მიერ პროტესტის ნიშნად პოლიეთილენის ბრეზენტით გამოჩენას ხმაური მოყვა. მას რამდენიმე დევნილი ახვლდა, როგორც თეონა ქარდავა ამბობს, სოფელ კახათში ქარის შედეგად გადახსნილი სახურავის შეცვლა ითხოვეს და სწორედ ეს პბეზენტები მიუტანა მათ მერიამ. ქარდავას ქმედების პასუხად მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ ზუგდიდის მოსახლეობის 5% გიჟია და სწორედ ამიტომ აქვთ ჯანდაცვის პროგრამები. მოგვიანებით, მაიზერ ნანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ავადმყოფი ადამიანები არ უგულისხმია, არამედ ის „გარკვეული პოლიტიკური ძალები“ მოიაზრა, რომლებიც თეონა ქარდავას ზურგს უკან იდგნენ.

 

 

Нравится