ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება "დრო" ყოველდღე 22:00 სთ–ზე გადის...
გადაცემა თეზისი ყოველ კვირას 22:00 საათზე
სპორტ ნიუსი ოდიშზე
ცოდნა წარმატებაა ოდიშზე
„ქართული ოცნების“ ოფისში განსაკუთრებული მობილიზებაა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პარტიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, ამ მიზნით „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბშიც შეიკრიბნენ, რასაც ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე მამაუკა წოწერია. მისი თქმით, იმ მესიჯებს საბოლოოდ გასცემენ პასუხს, რაც პირველ ტურის შედეგებმა აჩვენა.წოწერიამ კომენტარი გააკეთა ტყაიის რწმუნებულთან დაკავშირებითაც,მისი თქმით, საკითხს შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება პასუხის გაცემა ედემ კეკუტიას არაეთიკურ ქმედებებზე არჩევნების დღეს უბანში.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ტყაიაში არჩევნების დღეს სოფლის რწმუნებულის ქმედებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზომები არ მიუღია. საუბარია ტყაიის 71- ე უბანზე სოფლის გამგებლის ქმედებაზე, რომელიც 28 ოქტომბერს უბანზე ნასვამი მივიდა და იგინებოდა. ედემ კეკუტიას მიერ ამომრჩეველზე ზეწოლისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მისამართით გამოთქმული გინებისა და ქმედებების ამსახველი ვიდეო ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა ტელეფონით გადაიღო და სააგენტოებს გადასცა. შტაბთან პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის იყო ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც „ოდიშინიუსის“ წყაროს ინფორმაციით, გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოცნების შტაბში ე.წ. ქურდულ გარჩევას ესწრებოდა. გოგიამ შტაბში შეკრება და ჩხუბი უარყო და მაქსიმალურად შეეცადა პასუხები არ გაეცა ჟურნალისტის შეკითხვებზე. იქონია თუ არა ზუგდიდში მმართველი გუნდის დამარცხებაზე გავლენა იმ ფარულმა ჩანაწერებმა, სადაც გოგია ფიგურირებს, მისი პასუხია რომ არ სურს ინტერვიუს ჩაწერა .28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამარცხდა. 2 დღიანი დუმილი ზურაბიშვილმა დღეს დაარღვია და კონსულტაციების შემდეგ განცხადება გააკეთა.