პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილმა ივანიშვილს ტელევიზიებში საეთერო დროის გამოყოფაზე მიმართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_shahs-22.jpgსაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ამომრჩევლებს დღეს ზუგდიდში შეხვდა. შაშიაშვილმა ადგილობრივებს   წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, მან საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზე და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თემურ შაშიაშვილმა აქვე ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვაც გაავრცელა. შაშიაშვილი ითხოვს ცენტრალურ ტელევიზიებში საეთერო დროის გამოყოფასა და აცხადებს, რომ ივანიშვილმა ტელევიზიებს დაუწესა კანონი, რომლითაც მხოლოდ პრივილეგირებულ კანდიდატებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.აქვე ჟურნალისტის კითხვაზე, მას პრეტენზია ტელევიზიებთან აქვს თუ ივანიშვილთან, შაშიაშვილმა დააკონკრეტა, რომ პრეტენზია აქვს ივანიშვილთან და მისგან ითხოვს საეთერო დროის შესყიდვას

 

 

 

 

Нравится