პოლიტიკა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_VASHA-20.jpgგაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ხალხმრავალ შეხვედრას მხარდამჭერებთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად სანდრა-ელისაბედ რულოვსი, პრიმა- ბალერინა ნინო ანანიაშვილი და მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც.   ვაშაძემ ზუგდიდელებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საზოგადოება ძალიან დიდი არჩევანის წინაშე დგას, რადგან ბევრი რამ წყდება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად.ვაშაძის თქმით, 28 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია. მისი თქმით, მისი გუნდი საქართველოს გაერთიანებას შეუწყობს ხელს.ვაშაძემ ამომრჩეველს უთხრა, რომ მომავალში ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიცია პოლიტიზირებული არ იყოს.ვაშაძე აცხადებს, რომ აუცილებელია დევნილები ღირსეულად ცხოვრობდნენ და სოციალური დახმარება გაეზარდოთ.შეკრებილებს ტრიბუნიდან ფონდ იავნანას დამფუძნებელმა და მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ მიმართა. მან ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობის სურვილია, საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს.„ამისთანა ღირსეული კანდიდატი გვყავს გრიგოლ ვაშაძის სახით და საუკეთესო კანდიდატი პირველ ლედობაზე ქალბატონი ნინო ანანიაშვილის სახით,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა, სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.სანდრა რულოვსმა ოპოზიციის გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნისთვის, რადგან გადაწყდება, იქნება თუ არა საქართველო პროევროპული.სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი გეგმები აქვს საქართველოსთვის.„მე ძალიან მინდა და მას არანაკლებად, რომ ჩვენ 25 წლის ქორწილი გვაქვს 17 ნოემბერს და გვინდა, რომ აქ აღვნიშნოთ ზუგდიდში, თქვენთან ერთად,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამომრჩევლებს მოუწოდებს არ დარჩნენ სახლებში და გააკეთონ საკუთარი არჩევანი, რადგან მათ მაგიერ ამას სხვა გააკეთებს.შეკრებილებს ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ, მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.ასევე ქართული ოცნების წევრებს მოუწოდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს შეუერთდნენ. უკომპრომისო ბრძოლასა და გამარჯვებაზე საუბრობს ბაჩუკი ქარდავაც. მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა შთამბეჭდავია და 2003 წელი და აღმშენებლობის პერიოდი გაიხსენა.შეხვედრის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა და დროა გზას გაუდგეს და ახალგაზრდებს მისცეს საშუალება იცხოვრონ უკეთეს საქართველოში.გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე ასევე შეგროვდა ხელმოწერები მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ტარდება.

 

 

 

comments

ივლისი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended