ვაშაძის მხარდასაჭერი საინფორმაციო ბუკლეტები სანდრა რულოვსმა სხვა ლიდერებთან ერთად ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დაარიგა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SANDDR-20.jpgგაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები სანდრა-ელისაბედ რულოვსთან ერთად ზუგდიდში ამომრჩევლებს ხვდებიან. საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერი საინფორმაციო ბუკლეტები სანდრა რულოვსმა სხვა ლიდერებთან ერთად ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დაარიგა. სანრდა რულოვსს ბაზარში ოვაციებით შეხვდნენ. სანდრა რულოვსმა ზუგდიდელებს 28 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხალხი უკიდურესი გაჭირვებისგან დაღლილია და მათი სურვილია ხელისუფლების შეცვლა.მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა, რის გამოც  პრობლემებს  ვერ უმკლავდებიან და მათი თქმით, იმედი აქვთ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.საქართველოში არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

 

 

Нравится