საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ “აილენდის” კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_gaxar-22.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ “აილენდის” კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური, 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის ბაზაზე გაიარეს. ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ესწრებოდნენ.

 

 

 

Нравится