გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს სამეგრელოში მართავს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_vash-19.jpgგაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს სამეგრელოში მართავს. საკმაოდ შთამბეჭდავი და ხალხმრავალი აღმოჩნდა ჩხოროწყუში შეხვედრა, რაც გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენგტო პროგრამის მიმართ ინტერესთან ერთად საქართველოს პირველი ლედის ელისაბედ-სანდრა რულოვსის სტუმრობამაც განაპირობა. გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე სანრდა ელისაბედ რულოვსის სიტყვით გამოსვლამ ადგილობრივების ოვაციები დაიმსახურა.

როგორც შეხვედის მონაწილეები ამბობენ, ჩხოროწყუში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში  დიდია უპერსპექტივობის განცდა, რომელიც   ამ ექვსი წლის მანძილზე გაჩნდა და  ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ხალხი დაუპირისპირდეს არჩევნების გაყალბების მცდელობებს ხელისუფლების მხრიდან, რათა გაჩნდეს შექმნილი ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა.გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და საპრეზიდენტო კანდიდატი მანამდე წალენჯიხაში იმყოფებოდნენ, , სადაც ადგილობრივებს კულტურის სახლში შეხვდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატთან საუბრისას გლეხები ხელისუფლებას შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო აკრიტიკებენ.გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში შექმნილი ვითარების გამოსწორების ერთადერთ გზას ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაში ხედავენ. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გლეხებს დახმარებასა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.დღესვე გრიგოლ ვაშაძე ხობისა და მარტვილის მოსახლეობას შეხვდა

 

 

Нравится