ზუგდიდში "ქართული ოცნება" 17-მა ადამიანმა დატოვა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_brifugu-16.jpgევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ზუგდიდში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები და პარტიის წევრები ტოვებენ. მისი თქმით, გურიისა და ქვემო ქართლის შემდეგ ქართული ოცნების დამფუძნებლები, კოორდინატორები,ზონის უფროსები ბდა აქტივისტები ოცნებას ზუგდიდში ტოვებენ. ოცნების წარმომადგენლები „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.გიგი უგულავამ მადლობა გადაუხადა ამ ადამიანებს და აღნიშნა, რომ, ის, რასაც ისინი აკეთებენ, არის გმირობა და ბრძოლა ქვეყნის წინშვლისთვის და უკეთესი მომავლისთვის. გიგი უგულავას თქმით, შტაბებში ძალიან დიდი წინააღმდეგობაა სალომე ზურაბიშვილის გამო. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თამუნა ჯიქიას ინფორმაციით, ის 17 პირი, რომელმაც „ქართული ოცნების“ რიგები დატოვებსი შესახებ დღეს განაცხადა, არა მმართველი პარტიის, არამედ, კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიის წევრები იყვნენ. მათი შეფასებით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

 

Нравится