ააიპებ-ის თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_kvlevv-12.jpgრამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე  მყოფი ა(ა)იპ-ებს მათ ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ . ამის შესახებ  „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საიასა და „სამართლიანი არჩევნების“  კვლევაშია ნათქვამი. „დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.კვლევის ავტორები არ აკონკრეტებენ, რომელ ააიპებში მოხდა ეს შემთხვევები,  რადგან ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ზემოთ აღნიშნული ქმედებები, შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს  ადმინისტრაციული რესურსისგამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან.  ზუგდიდში, საჯარო სამსახურებში, მათ შორის სკოლებში, ბაღებში სპეციალური შესავსები ბლანკების დარიგებაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანი წითლიძე ამ ფაქტს დასაქმებულებზე ზეწოლად მიიჩნევს. რაც შეეხება ააიპებს, დირექტორები მსგავს შემთხვევებს უარყოფენ და ამბობენ, რომ დავალება არავისგან მიუღიათ.

 

 

 

Нравится