„მე მიმაჩნია, რომ ის არის შეუფერებელი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობისთვის“- დავით უსუფაშვილი ზურაბიშვილზე

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_usufa-11.jpgარ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მაგალითად სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე, მე მიმაჩნია, რომ ის არის შეუფერებელი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობისთვის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და სალომე ზურაბიშვილის საგარეო კურსთან დაკავშირებით განუცხადა.მისი თქმით, არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყოს. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს არ ესმის სწორად ქვეყნის ინტერესების დაცვა ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში.დავით უსუფაშვილი ამომრჩევლებს  ზუგდიდში შეხვდა. მან საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გზავნილია -„უნდა დასრულდეს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობანას თამაში, ოცნება – გასაშვებია, ნაცმოძრაობა – არმოსაშვები“.  უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ყველა დაპირისპირებული მხარე უნდა გააერთიანოს.

 

 

Нравится