მურთაზ ზოდელავა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

zodel-028.jpgზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს არჩევნების გასაყალბებლად მზადებასთან დაკავშირებით უარყოფს და მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს. ამასთან, მესხი ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლები არ ხორციელდება.ენმ-ს სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი მურთაზ ზოდელავა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდმარის მირანდა მესხის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს და აცხადებს რომ მესხი " ქართული ოცნებიდანა" და ასევე თამარ ჟვანიას ნათლიმირონია, რომელიც ცდილობს ააწყოს გაყალბებების აპრობირებული მეთოდი.
მისივე მტკიცებით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეებზე და მდივნებზე მიმდინარეობს ზეწოლა,რადგან ისინი უარს აცხადებენ ჟვანიას უკანონი დავალების შესრულებაზე და ამ პროცესში ჩართულია როგორს სხვა საჯარო მოხელეები ასევე ძალოვანი უწყებები.
მურთაზ ზოდელავას თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ 140 საჩივარია დაწერილი რაც საარჩევნო ისტორიას არ ახსოვს.

 

Нравится