ზუგდიდის ახალარჩეულმა მერმა მედიას სამსახურის ხელმძღვანელები წარუდგინა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_merri-24.jpgზუგდიდის ახალარჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ მედიას  სამსახურის ხელმძღვანელები წარუდგინა. თანამდებობებზე წარდგენილი პირები გამგეობისა და მერიის ყოფილი თანამშრომლები არიან, ვიცე-მერის პოსტს ისევ  გია გულორდავა იკავებს, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა იქნება, რომელიც მანამდე საკრებულოს თავმჯდომარე იყო.ზუგდიდის მერმა დღესვე სამსახურის ახალი უფროსები წარადგინა. ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურს ლაშა ჯაიანი უხელმძღვანელებს.ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურს თენგიზ ქობალია ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსად რუსლან კილასონია დასახელდა,  მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობას მურთაზ ბოკუჩავა შესარულებს. შესყიდვების სამსახურს გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს. ის აქამდეც ზუგდიდის გამგეობაში ამავე სამსახურს ხელმძღვანელობდა.სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს ექიმი, პედიატრი ნინო სხულუხია უხელმძღვანელებს, ის იდენტურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ქალაქის მერიაში.განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის მოვალოებას მაია ჩიტაია შესარულებს. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსი – იურისტი ბაკურ კვეტენაძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე ზუგდიდის გამგეობაშიც მუშაობდა.მერიის ადმინისტაციულ სამსახურს თენგიზ შანავა უხელმძღვანელებს.სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსად პოლკოვნიკი გია მანჯგალაძე დაინიშნა. ლაშა გოგიას განცხადებით, კადრების დაკომპლეტება პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით მოხდა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს სულ  351 თანამშრომელი ეყოლება, რომლებიც გოგიას განცხადებით, პროფესიონალიზმისა და გუნდის ერთგულების ნიშნით შეირჩა.მერიის სამსახური ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუშაობას დღეიდან შეუდგა.

 

Нравится