პოლიტიკა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენის ვადების დაუცველობის გამო მუნიციპალიტეტები უნებლიე კანონდამრრვევები აღმოჩნდებიან- ექსპერტი

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ddcc-22.jpg„თვითმმართველობის არჩევნების შეფასება და რეალობა“- .როგორია პარტიების პოლიტიკური იდეალების სივრცე და პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობა საზოგადოებაში. რამ გამოიწვია ოპოზიციის კრიზისი და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლადარჩეული ადგილობრივი ხელისუფლება, ამ საკითხებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ექნება არის მწირი ბიუჯეტი, რაც შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ ქალაქისა და სოფლის ინტერესების გათვალისწინება მაქსიმალურად შეუძლებელი გახდეს.რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, მელაშვილის თქმით, ადგილი ქონდა დარღვევებს და დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასიური შემთხვევები. შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „ევროპული საქარველოს“ წევრები იმყოფებოდნენ. ოპოზიციური პარტიის დეპუტატების თქმით, პარტიებს არათანაბარ პირობებში უწევდათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, შედეგი კი მათი თქმით, სახეზეა- ხელისუფლების ინტერესებში არ შედის თვითთმართველობის გაძლიერება.ექსპერტმა დღეს ასევე ისაუბრა ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენის ვადების დაუცველობაზე, რის გამოც მელაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტები უნებლიე კანონდამრრვევები აღმოჩნდებიან. ბიუჯეტის წარდგენის ვადის გადაცილებას უმრავლესობის წევრი ირაკლი ლაგვილავა სიტუაციიდან გამომდინარე ხსნის, თუმცა საკრებულოს დეპუტატის თქმით, ეს მოსახლეობის ინტერესებზე ნეგატიურად არ აისახება.ექსპერტმა დღეს ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განსხვავებით სხვა მუნიციპალიტეტებისგან ზუგდიდში თემს და ქალაქს ერთობლივად არ უმუშავიათ ბიუჯეტზე, რაც მისი აზრით პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

 

 

comments

დეკემბერი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 1 2 3 4 5

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended